Belive

სერჟ ორიე თურქულ გრანდს შეუერთდება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერჟ ორიე "ნოტინგემს" დატოვებს და "გალათასარაის" შეუერთდება. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "გალათასარაისა" და "ნოტინგემს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ტრანსფერის გაოფიციალურება, მხოლოდ დროის საკითხია.

შეგახსენებთ, სერჟ ორიე "ნოტინგემს" 2022 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში, პრემიერ ლიგის 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 31 წლის მარჯვენა მცველმა "ნოტინგემის" მაისურით 1 გოლის გატანაც შეძლო.

სხვა სტატიები