ფენერბაჰჩესა და გალათასარაის ფეხბურთელები დააკავეს - მათ პატიმრობა ემუქრებათ
თურქულ ფეხბურთში ფსონების უკანონო განთავსებაზე სკანდალი გრძელდება - თურქეთის სასამართლომ დააპატიმრა გალათასარაის ფეხბურთელი - მეტეჰან ბალტაჩი და ფენერბაჰჩეს ფეხბურთელი - მერტ ჰაკან იანდასი.
თურქეთის სასამართლომ დააპატიმრა 20 ეჭვმიტანილი, მათ შორის სუპერლიგის ფეხბურთელები, რომლებიც ელოდებიან სასამართლო პროცესს, ფსონების გაფართოების გამოძიების ფარგლებში, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო 'Anadolu'.
გასულ კვირას თურქმა პროკურორმა, თურქეთის პროფესიონალურ ლიგებში უკანონო ფსონების განთავსების გამო 46 ადამიანის, მათ შორის ფეხბურთელების, კლუბების პრეზიდენტების, კომენტატორებისა და მსაჯის დაკავების ბრძანება გასცა.
'Anadolu'-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ ოპერაციაში დაკავებულთა შორის, გალათასარაის ფეხბურთელი მეტეჰან ბალტაჩი და ფენერბაჰჩეს მოთამაშე მერტ ჰაკან იანდასი არიან, ასევე ადანა დემისპორის ყოფილი პრეზიდენტი მურატ სანჩაკი ახლა ოფიციალურად დააპატიმრეს.
თურქული მედია იტყობინება, რომ ბალტაჩიმ სასამართლოს განუცხადა, რომ მან დადო ფსონი რამდენიმე მატჩზე, როდესაც ის ახალგაზრდული გუნდის მოთამაშე იყო და ეს არ გაუკეთებია მას შემდეგ, რაც გალათასარაის პირველ გუნდში დაწინაურდა - ფენერბაჰჩეს ფეხბურთელმა იანდასმა კი უარჰყო აზარტულ თამაშებში მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ (TFF) 149 მსაჯსა და ასისტენტს ლიცენზია მას შემდეგ შეუჩერა, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ პროფესიული ლიგის ოფიციალური პირები თამაშებზე ფსონებს დებდნენ.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: 𝗦𝗘𝗩𝗘𝗥𝗔𝗟 𝗦𝗨𝗣𝗘𝗥 𝗟𝗘𝗔𝗚𝗨𝗘 𝗣𝗟𝗔𝗬𝗘𝗥𝗦 𝗛𝗔𝗩𝗘 𝗕𝗘𝗘𝗡 𝗣𝗨𝗧 𝗜𝗡 𝗣𝗥𝗜𝗦𝗢𝗡. 🇹🇷😱
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) December 10, 2025
Among them, Galatasaray's Metehan Baltaci and Fenerbahce's Mert Hakan Yandas. ⛓️
They have been placed in pretrial detention pending their trial as part… pic.twitter.com/umQTsePrsL