Belive

სერხიო რიკო კომიდან გამოვიდა - მისი მდგომარეობა სტაბილურია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერხიო რიკოს მეუღლემ - ალბა სილვამ, ესპანურ მედია "Telecinco"-ს განუცხადა, რომ "პარი სენ-ჟერმენის" მეკარე კომიდან გამოვიდა.

ცხენიდან გადმოვარდნისა და თავის მძიმე ტრავმის შემდეგ, რიკო სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო იგი ინტენსიური დაკვირვებისა და მკურნალობის ქვეშ იყო.

გასულ კვირას, ფეხბურთელის ოჯახის მოთხოვნით, ვირგენ დელ როკიოს ჰოსპიტალმა სევილიაში, სადაც რიკო მკურნალობს, განაცხადა, რომ მეკარის მდგომარეობის შესახებ რეგულარული განახლებები შეწყდებოდა.

სილვამ ახლა მნიშვნელოვანი და პოზიტიური განახლება მოგვაწოდა.

„ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია დავინახოთ გვირაბის ბოლოს სინათლე. იგი გონს მოვიდა და აპარატიდან მოხსნეს, რადგან ჩემთანაც ცადა საუბარი და მიცნო. თავიდანვე ვიცოდი, რომ ის ამას გადალახავდა, რადგან ის ჩემპიონია. ”- თქვა მან.

რიკოს მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სტაბილური და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

სხვა სტატიები