Belive

სერხი რობერტო: "ბარსელონაში ფეხბურთელები მესის დაბრუნებისთვის ემზადებიან"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" ვიცე-კაპიტანმა, სერხი რობერტომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის და ამ კლუბის ლეგენდის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ კატალონიურ კლუბში მის დაბრუნებას ელოდებიან.

"ჩვენ მას ხელებგაშლილი მივიღებთ. ვინ არ იქნება მზად მესის დაბრუნების და მის დასახვედრად? უბრალოდ ამ თემაზე ბევრი საუბარი არ გვინდა, რადგან გადაწყვეტილებას პრეზიდენტი, მწვრთნელი და სხვა ადამიანები იღებენ.

თუ უშუალოდ ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მას ახლა უკვე ველოდებით", - თქვა 31 წლის მარჯვენაფლანგელმა.

7 ოქროს ბურთის მომგებმა ფეხბურთელმა "ბარსელონაში" 2000-21 წლებში ითამაშა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ზედიზედ მეორე სეზონს კი "პსჟ-ში" ატარებს.

სხვა სტატიები