Belive

კროოსი: ,,კარგად რომ გვეთამაშა, ბარსელონას 4:0-ს მოვუგებდით''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' მოგებულ მატჩზი შეაფასა:

,,სიმართლე რომ ითქვას, მაღალი დონის შეხვედრა არ ჩაგვიტარებია, ეს ორივე გუნდს ეხება. ბევრი შეცდომა დავუშვით და ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ. სინამდვილეში, კარგად რომ გვეთამაშა, შეგვეძლო, 4:0 მოგვეგო.

ჩემი პირადი სტატისტიკა ელ კლასიკოში? ეს დღეს გადავამოწმე - 14 მოვიგეთ, 3 ფრედ დასრულდა, 11 მატჩში კი დავმარცხდით. 3-4 წლის წინ ნამდვილად ჩამოვრჩებოდით, საკუთარ მოედანზე ოთხბურთიანი სხვაობითაც კი წავაგეთ, ბოლო პერიოდში კი ზედიზედ რამდენიმე ელ კლასიკოში ვიმარჯვეთ.'' - ტონი კროოსი

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ,,რეალმა'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილს 81 ქულით სწორედ ,,სამეფო კლუბი'' ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან ,,ბარსელონას'' 11 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები