Belive

სენტ-ეტიენი ლიგა 1-დან გავარდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სენტ-ეტიენი ლიგა 1-დან გავარდა. საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მწვანეები საკუთარ მოედანზე უმოტივაციო ტულუზას დაუპირისპირდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოლებდნენ.

ყველაფერი იმის საპირისპიროდ მოხდა, რასაც სენტ-ეტიენი გეგმავდა. თავად ტულუზასთან 2:3 დამარცხდა, ხოლო უშუალო კონკურენტმა ლე ავრმა სტრასბურს მოუგო. მიუხედავად ზურიკო დავითაშვილის საგოლე გადაცემისა, სენტ-ეტიენმა ამ შეხვედრაშიც ვერ შეძლო დაცვის პრობლემებთან გამკლავება, საბოლოოდ მე-16 ადგილზე რეიმსი გავიდა და გადათამაშების უფლება აქვს, სენტ-ეტიენი კი მეჩვიდმეტეა და ლიგა 2-ში ითამაშებს.

ზურიკო დავითაშვილმა სეზონი 9 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები