სენტ-ეტიენი დამარცხდა - დავითაშვილის შეფასება
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში, სენტ-ეტიენი ლე მანს დაუპირისპირდა და მოულოდნელად, 2:3 დამარცხდა.
ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი 68-ე წუთზე დატოვა. ამ დროის განმავლობაში დავითაშვილი ბურთს 35-ჯერ შეეხო და 2 დარტყმაც შეასრულა.
Flashcore-მ დავითაშვილის თამაში 5.9 ქულით შეაფასა. Sofascore ქართველი შემტევის თამაშს 6.1 ქულით, ხოლო Whoscored 6.0 ქულით აფასებს.