სემ ჰაჩინსონს გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ გულის ოპერაცია ჩაუტარდა
ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე "უიმბლდონის" ფეხბურთელი სემ ჰაჩინსონი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას გულის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.
სრულად სიტუაცია ასე განვითარდა: 3 მაისს სემ ჰაჩინსონსმა "გრიმსბის" წინააღმდეგ ერთადერთი გოლი გაიტანა, რითაც თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოაგებინა, ამ გამარჯვებით "უიმბლდონმა" პლეი-ოფის საგზური მოიპოვა და ლიგა 1-ში აღზევების შანსი დარჩა. სემის გულის პრობლემა ამ გოლის შემდგომმა ემოციებმა გამოიწვია, 35 წლის ფეხბურთელმა მატჩის მიმდინარეობისას გულმკერდის არეში ტკივილი იგრძნო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ოპერაცია ჩაუტარდა და რეაბილიტაციის შემდეგ კარიერის გაგრძელების საშუალება მისცეს.
კლუბი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ:
"უიმბლდონში" მას ყველა გამოჯანმრთელებას უსურვებს, ამ პროცესში სემი კვლავ ახდენს გავლენას გუნდზე და ვიმედოვნებთ, რომ სეზონის დადებითად დასრულებას მისთვის შევძლებთ.
AFC Wimbledon have confirmed Sam Hutchinson has underwent successful heart surgery after suffering complications during a League Two clash https://t.co/OozocrKT8p pic.twitter.com/u9gqmJPOOq
— Mirror Football (@MirrorFootball) May 12, 2025
სემ ჰაჩინსონი "ჩელსის" აკადემიის აღზრდილია და ლონდონური კლუბის მაისურიც რამდენჯერმე აქვს მორგებული. 2009/10 წლებში მას "ჩელსისთან" ერთად პრემიერ ლიგა, 2012-ში კი FA თასი აქვს მოგებული.
გოლის ეპიზოდი: