Belive

სემ ელერდაისი თვლის, რომ მას ლიდსის მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ყოფილმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა განაცხადა, რომ ამ სეზონში „ლიდს იუნაიტედის“ სათამაშო ფორმის გამოსწორება შეუძლია.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ლიდსი" საკმაოდ ცუდად გამოიყურება. იორკშირელები 19 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონას ერთი ადგილით უსწრებენ. აღსანიშნავია, რომ ჯესი მარჩის წასვლის შემდეგ, გუნდს სათავეში მისი მოვალეობის შემსრულებელი მაიკლ სკუბალა უდგას.

No Tippy Tappy Football-ის პოდკასტზე საუბრისას, "დიდმა სემმა" აღნიშნა, რომ ის დაინტერესებული არის "ელანდ როუდზე" მუშაობით. თუ "ლიდსის" უფროსობა დაურეკავს ინგლისელი სპეციალისტი მოხარული იქნება, რომ გუნდი გაწვრთნას.

68 წლის სპეციალისტის თქმით, მისთვის რთული არ იქნება, რომ "ლიდსი" გასავარდნი ზონიდან ამოიყვანოს.

"თუ ისინი ჩემით დაინტერესდებიან იციან სად ვარ და ისიც იციან როგორ დამიკავშირდნენ. ვუყურე მათ შეხვედრას "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ და ვფიქრობ, მათი თამაშის დასალაგებლად დიდი ძალისხლევა არ დამჭირდება." - განაცხადა ელერდაისმა.

შეგახსენებთ, რომ სემი ბოლოს "ვესტ ბრომვიჩს" ედგა სათავეში, რომელიც პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიპში დაქვეითდა.

სხვა სტატიები