Belive

მესუთ იოზილი თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მესუთ იოზილი პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს.

თურქულ მედიაში გავრცელებული და დადასტურებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალისა" და ლონდონის "არსენალის" ყოფილი ნახევარმცველი, თურქეთის მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ერთ-ერთ კანდიდატად იქნება დასახელებული.

იოზილი, რომელმაც გასულ თვეში პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა, თურქეთის პარლამენტის პოტენციური კანდიდატი გახდა.

გაზეთი "Turkiye" წერს, რომ იოზილი მომავალ არჩევნებში პარლამენტის ერთ-ერთ კანდიდატადაა დასახელებული, როგორც სამთავრობო პარტიის წარმომადგენელი.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიანიშნა, რომ სიაში იქნებოდა რამდენიმე მოულოდნელი ადამიანი, მაგრამ თითქმის არვინ ელოდა, ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი ბრწყინვალე ფეხბურთელი - მესუთ იოზილი იქნებოდა.

მიუხედავად გერმანიის სახელით თამაშისა, იოზილი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ იგი წარმოშობით თურქი იყო და მისი სული და გული თურქეთს ეკუთვნოდა.

ცნობილია, რომ ფეხბურთელს ახლო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ერდოღანთან. 2019 წელს მესუთ იოზილის ქორწილში, ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული სტუმარი სწორედ თურქეთის პრეზიდენტი იყო.

18-წლიანი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, მესუთ იოზილმა პოლიტიკური ცხოვრება აირჩია. გასული პერიოდის განმავლობაში, წარმოშობით თურქი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში, ლა ლიგაში, პრემიერ ლიგასა და თურქეთის სუპერლიგაში თამაშობდა.

სხვა სტატიები