"საზიზღარო პირუტყვებო" - Match TV კომენტატორმა პოლონელ ფეხბურთელებს მიმართა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მინდა ჩემი პირადი მოსაზრება გაგიზიაროთ. მსოფლიო ჩემპიონატზე პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებს - მათ შორის, ლევანდოვსკის სრულ კრახს ვუსურვებ. საზიზღარო პირუტყვებო ჩავარდნაში წარმატებას გისურვებთ", - განაცხადა ანისიმოვმა.შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთის ნაკრები პოლონეთს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, დაწესებული სანქციების გამო, რუსეთი მოკვეთეს. დასკვნით ეტაპზე გასულმა პოლონეთმა შვედეთის ბარიერი დაძლია და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.