Belive

მესიმ ნაკრებში ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა - არგენტინამ ჩილეს მოუგო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-15 ტურში არგენტინის ნაკრებმა ჩილე სტუმრად მინიმალური სხვაობით, ანგარიშთ 1:0 დაამარცხა.

20 ნოემბრის შემდეგ ეროვნულ გუნდში პირველი მატჩი ჩაატარა ლეო მესიმ, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში 57-ე წუთზე ჩაერთო (ლეომ ურუგვაისთან და ბრაზილიასთან მოგებული მატჩები გამოტოვა)

დღევანდელ მატჩში ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე ხულიან ალვარესმა გაიტანა - თავდამსხმელმა ტიაგო ალმადას გადაცემით ისარგებლა.

დღეს კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა ბრაზილიამ, ,,სელესაოსა'' და ეკვადორის მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

15 ტურის შემდეგ, არგენტინა 34 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მუნდიალის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ბრაზილია კი 22 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

ჩილე 0:1 არგენტინა | მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები