საული: "ჟოაო ფელიქსს შრომა არ უყვარს, იმიტომაც ვერ შედგა კარგ ფეხბურთელად"
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
30 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ფლამენგოს ღირსებას იცავს, მის ყოფილ თანაგუნდელზე და მეგობარზე - ჟოაო ფელიქსზე გულდაწყვეტით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ფელიქსის ბრალია, რომ მისი კარიერა ისე ვერ შედგა, როგორც მას თავად სურდა.
„ფეხბურთი გუნდური თამაშია. მას (ფელიქსს) აქვს და ჰქონდა ყველა თვისება, რომ წარმოუდგენლად მაღალი დონის მოთამაშე იყოს, მაგრამ რაც არ უნდა კარგი იყო, თუ არ იშრომებ, ეს ნიჭი უსარგებლო ხდება.
ბევრმა ჩვენგანმა (თანაგუნდელმა) სცადა ჟოაოს დახმარება, მაგრამ თუ მას თავად არ სურს ამ ყველაფრის გაკეთება, ვერც ვერაფერს იზამ.
სწორედ ამიტომ, თუ მან ის ფეხბურთი ვერ ითამაშა, რომელიც სურდა, რომ ეთამაშა, მხოლოდ და მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს. მას შრომა არ უყვარს და სხვანაირად წარმოუდგენელია დიდ ფეხბურთელად შედგე..." - საულ ნიგესი
შეგახსენებთ, რომ საულ ნიგესი და ჟოაო ფელიქსი ატლეტიკოში 4 წლის მანძილზე თანაგუნდელები იყვნენ.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 25 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ ალ ნასრთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი საფეხბურთო კარიერა საუდის არაბეთში განაგრძო.