Belive

საუკეთესო ორივე გუნდში - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ სასუოლოსთან მატჩში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სასუოლო'' სტუმრად 2:0 დაამარცხა.

მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა.

22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 78 წუთი გაატარა და Sofascore-ისგან 8,3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ხვიჩა ,,სასუოლოს” წინააღმდეგ ბურთს სულ 73-ჯერ შეეხო, კარისკენ ორჯერ დაარტყა და 55-დან 45 სწორი გადაცემა გააკეთა (82%).

ვებგვერდმა, Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში ასევე ყველააზე მაღალი - 8,75 ქულით შეაფასა.

23 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 62 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ,,აინტრახტთან” სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები