Belive

"საუკეთესო მცველი" - ლოჩოშვილი რჩეულთა შორის დასახელდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, calciocremonese.it-მა "კრემონეზეს" ფეხბურთელები შეაფასა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ ლუკა ლოჩოშვილმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და რჩეულთა შორის დასახელდა.

calciocremonese.it-მა, ლუკა ლოჩოშვილის სეზონი 7 ქულით შეაფასა და მცველებს შორის უმაღლესი შეფასება დაუწერა.

"ქართველი მცველებს შორის საუკეთესოა: მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ყოველთვის მონდომებული - ყურადღებიანი იყო და ორთაბრძოლებს არასდროს ერიდებოდა. უკან არასდროს იხევდა და ხშირად ვიხილეთ სიტუაციაში, როდესაც დარტყმა მიიღო, რის გამოც თავშეხვეულმა განაგრძო თამაში".

შეგახსენებთ, "კრემონეზემ" სერია A-ში წარუმატებლად იასპარეზა. გუნდმა მე-19 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში სერია B-ში იასპარეზებს.

სხვა სტატიები