Belive

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგის ფეხბურთელია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა, გერმანულ ნიურნბერგთან კონტრაქტს ხელი მოაწერა და ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

გერმანელებმა ლუკა კრემონეზედან 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდეს. ლოჩოშვილმა 3+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გუნდში ის 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მოხარული ვარ, რომ ისეთი ტრადიციული კლუბის წევრი ვარ, როგორიც ნიურნბერგია. მოუთმენლად ველი გუნდთან ერთად ახალ სეზონს. მოტივაციითა და მონდომებით ვარ სავსე და მინდა, ახალგაზრდულ გუნდში პასუხისმგებლობა ავიღო - განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა

ლუკა ლოჩოშვილი კრემონეზეში 2022 წლიდან თამაშობდა. გასული სეზონის იანვარში ის სერია B-ს სალენრიტანაში გაანათხოვრეს, სადაც რეგულარული სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა მისი გუნდი სერია C-ში დაქვეითდა.

ნიურნბერგი ახლა ბუნდესლიგა 2-ის მკვიდრია. ამ კლუბს ლეგენდარული გერმანელი თავდამსხმელი, მიროსლავ კლოზე წრთვნის. ბოლოს გუნდი ელიტაში 6 წლის წინ იყო. გასულ სეზონში, ნიურნბერგმა ბუნდესლიგა 2-ში, 48 ქულით, მე-10 ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები