"საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია" - ჰანსი ფლიკი ლევანტესთან მატჩის შემდეგ
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ გუნდმა თამაში უნდა გააუმჯობესოს. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა სეზონის იდეალური სტარტი გააგრძელეს და ლევანტეს 4:2 მოუგეს.
ანგარიში, შეხვედრის მე-5 წუთზე, ხავი ესპარტმა გახსნა. რამდენიმე წუთში, კი ლამინ იამალმა, საკუთარი გუნდის უპირატესობა, ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის სტარტზე ლევანტეს მცველები, საკუთარ საჯარიმოში იამალის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, რასაც პენალტი მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი თავად იამალმა შეასრულა და ბარსელონა, მეოტქესთან, სამი ბურთით დაწინაურდა.
კომფორტული უპირატესობის მიუხედავად, ლა ლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა, თამაშის ბოლოს, მაინც ინერვიულეს. 79-ე წუთზე, ივან რომერომ, მეტოქის კარში ერთი ბურთი გაქვითა, რასაც მალევე, როჯერ ბრუგეს მოერე გოლი მოჰყვა და ლევანტემ, ბარსელონასთან, სხვაობა, ერთ ბურთამდე შეამცირა. მიუხედავად მცირე დაძაბულობისა, წერტილი, კარიმ ადეიემიმ დასვა, როდესაც ულამაზესი სოლო რეიდით, ლევანტეს კარში, მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც (2:4) დააფიქსირა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, საკუთრი გუნდის თამაშის ტემპის ვარდნით, უკამყოფილება გამოთქვა და ფეხბურთელებს მატჩების უკეთ ჩატარებისკენ მოუწოდა.
ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა. ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. 3:0-ის შემდეგ, უფრო მშვიდად უნდა გვეთამაშა. არის საკითხები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ. ამას გუნდთან ერთად გავაანალიზებთ და შემდეგ მატჩებზე გადავერთვებით.
პირველი გაშვებული გოლი ჩემი ბრალი იყო. ცვლილების განხორციელება სურდათ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ეს მოგვიანებით გაეკეთებინათ და სწორედ ამ დროს გავუშვით გოლი. - ჰანსი ფლიკი
ფლიკის უკმაყოფილების მიუხედავად, ბარსელონამ სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო. გუნდს, ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, ჯამში, 6-დან ექვსი მოგება აქვს. ბურთების სხვაობა კი 26/5-ზე.
🚨🚨 Hansi Flick: "The first goal we conceded was MY FAULT. It was my fault completely."
— Barça Universal (@BarcaUniversal) September 13, 2026
"Xavi Espart had some cramps, and he asked to come off, but I told him to wait for the next play."
"Probably, if I had subbed him out earlier, we wouldn't have conceded that goal." pic.twitter.com/kh92KOXVbr