Belive

საუკეთესო ორივე გუნდში | კვარაცხელიას შეფასება ნანტთან მატჩში

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის გადადებული, 26-ე ტურის შეხვედრაში, პარი სენ ჟერმენმა ნანტს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე გატარებულ 66 წუთში დუბლი შეასრულა.

ქართველმა შემტევმა Sofascore-სგან 9,5-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც, რა თქმა უნდა, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 65-ჯერ შეეხო, კარში 3-ჯერ დაარტყა, 7-დან 6 დუელი მოიგო და 50-დან 45 ზუსტი გადაცემა გააკეთა (90%).

9 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Flashscore-მა, 9,1-ით კი - Whoscored-მა (ასევე ყველაზე მაღალი მატჩში).

პარი სენ ჟერმენი მომავალ მატჩს შაბათს, 25 არპილს, ანჟესთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები