საუკეთესო 4 ტურის შემდეგ - ირაკლი ეგოიანი რეიტინგის სათავეშია
ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი ეგოიანი, სეზონს შთამბეჭდავად იწყებს. ექსელსიორის შემადგენლობაში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ (ნიდერლანდების ერედივიზიაში), ეგოიანს საუკეთესო რეიტინგი აქვს (sofascore-ის მონაცემებით).
ბოლო ტურში ირაკლიმ საგოლე გადაცემაც შეასრულა და გოლიც გაიტანა (ვილემთან მოგებულ მატჩში 0:3), ზუსტად ასეთივე შედეგი ჰქონდა მას პირველი ტურის შეხვედრაში კამბურთან (მოგება 0:4), მეორე ტურში პსვ-სთან ასისტი შეასრულა (მარცხი 1:2), ხოლო მესამე ტურში, სადაც საგოლე მოქმედება არ ჰქონია (სპარტასთან მოგება 2:1) - მაღალი შეფასება დაიმსახურა - 8.2 ქულა.
ანალიტიკური ვებ-გვერდის, whoscored-ის ვერსიით, ქართველი ბოლო ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა, ხოლო sofascore-ის საშუალო მონაცემებით, ის ყველა ფეხბურთელს შორის პირველ ადგილს იკავებს (საშუალო ქულა - 8.55).
ეგოიანს, 4 ჩატარებულ მატჩში, 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.