ირაკლი იეგოიანი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ირაკლი იეგოიანი ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-5 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ქართველი შემტევი ნახევარმცველი საუკეთესოდ ნიდერლანდურმა გამოცემებმა Voetbal International-მა და De Telegraaf-მა დაასახელეს.
ირაკლი იეგოიანმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მას ვილემ II-თან შესანიშნავი მატჩი გამოუვიდა, სადაც გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, საბოლოოდ მისმა გუნდმა სტუმრად 0:3 გაიმარჯვა.
ერედივიზიონში ეს მე-5 ტური იყო, მაგრამ ექსელსიორისთვის მე-4 მატჩი გახლდათ, ქართველ ფეხბურთელს გასულ 4 ტურში უკვე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა უფიქსირდება, იეგოიანის გუნდი ცხრილში 9 ქულით მე-5 პოზიციაზეა (3 გამარჯვება, 1 მარცხი).
Irakli Yegoian is VI's Speler van de Week geworden.https://t.co/qcRQlRBrQC
— Voetbal International (@VI_nl) September 7, 2026