Belive

საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდის პირველი შეხვედრა სომხეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 2:1 დაამარცხა და ჯგუფში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში გაიტანა. მასპინძლების მხრიდან თავი თოდუამ და გომესმა გამოიჩინეს. სომეხთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ზანოტო გახდა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ავთანდილ ასათიანმა მთავარი მწვრთნელის რანგში მე-100 შეხვედრა გამართა. 

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от ეროვნული ნაკრები (@nakrebi)

საქართველო ნაკრებს შემდეგი შეხვედრა უძლიერესი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ელის. მატჩი 21 სექტემბერს, თბლისის დროით, 00:30 საათზე არის ჩანიშნული. 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ პორტუგალიისა და სომხეთის გარდა, ჩვენს ჯგუფში ფინეთის ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს. 

სხვა სტატიები