Belive

საქართველო Vs. შოტლანდია | რა განწყობა აქვს მეტოქეს ჩვენთან შეხვედრის წინ?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

16 ნოემბერს, 21:00-ზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს. მატჩი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართება.

შოტლანდიის ნაკრებმა 6 მატჩში 15 ქულას მოუყარა თავი და შედეგად, მომდევნო ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვს. რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენს გუნდს მესამე ადგილისთვის ბრძოლა კვლავ შეუძლია.

მატჩის წინ, ქართული მედიისთვის შოტლანდიურმა მხარემ ონლაინ პრესკონფერენცია გამართა.

იმის მიუხედავად, რომ გუნდი მომდევნო ეტაპზე გასულია, მომდევნო ორ მატჩში გამარჯვება ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს, რადგან წილისყრაზე, შოტლანდია მეორე კალათში იქნება წარმოდგენილი. გვსურს, რომ ისე დავასრულოთ ჯგუფში ასპარეზობა, როგორც დავიწყეთ - არ ვფიქრობთ, რომ მიზანს უკვე მივაღწიეთ.

საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს. თუკი ჩვენთან და ესპანეთთან თამაშებს გამოვაკლებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მეტოქე კარგ ფორმაში იმყოფება. წინ რთული მატჩი გველოდება - საქართველოს მესამე ადგილისთვის ბრძოლა კვლავ შეუძლია. - მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ჯონ კარვერი

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას 20 ივნისს ეწვია და წვიმიან მატჩში, რომლის შეწყვეტა და დროებით გადადებაც განიხილებოდა, ანგარიშით 2:0 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მეტოქეს თბილისში გამართული შეხვედრები კარგად არ ახსენდება და შოტლანდიელები ამ ტრადიციის დარღვევისთვის ემზადებიან: ორ მატჩში, საქართველოს შოტლანდია 2-ჯერ ჰყავს დამარცხებული (2:0, 1:0).

სხვა სტატიები