Belive

საქართველოს ნაკრებს კვარაცხელია, მამარდაშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი და გოჩოლეიშვილი შეუერთდნენ

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრებს ივნისის შეკრების მეხუთე დღეს კიდევ რამდენიმე ლიდერი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი შეურთდნენ.

ეროვნული გუნდი ეტაპობრივად იკრიბება, სრული შემადგენლობით კი ოფიციალური ინფორმაციით 11 ივნისიდან ივარჯიშებს.

View this post on Instagram

A post shared by ეროვნული ნაკრები (@nakrebi)

საქართველოს ეროვნული გუნდი ივნისის თვეში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ეგიდით ორ მატჩს ჩაატარებს - 17 ივნისს კვიპროსის, ხოლო 20-ში შოტლანდიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ.

ვილი სანიოლის მიერ ეროვნულ გუნდში გამოძახებული შემადგენლობა კი შემდეგნაირია:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი) 

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

სხვა სტატიები