Belive

ლევან კუტალია კარიერას ალაშკერტში გააგრძელებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გამოცდილი ქართველი თავდამსხმელი, ლევან კუტალია საკლუბო კარიერას სომხურ "ალაშკერტში" გააგრძელებს.

33 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს 2023 წლის 7 ივლისს შეუერთდა - ამის შესახებ მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გამოაცხადა.

ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა, 2019 წელს კი 20 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მას "დინამო თბილისის", ქუთაისის "ტორპედოს", ქობულეთის "შუქურას", "ზუგდიდის", "ოდიშის", "მარტვილის "მერანის", "ზესტაფონის", ბოსნიური "ჟრინსკისა" და "სლავიას", ყაზახური "ირტიშის", ისრაელური "ჰაპოელ თელ-ავივის", "უმ ალ-ფამის" და "ნეს ციონას" შემადგენლობაში უთამაშია.

ლევან კუიტალიას ახალი გუნდი 2022/23 წლების სეზონში სომხეთის პრემიერ ლიგაში მეოთხე პოზიციაზე გავიდა და უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას 13 ივლისს, საშინაო კედლებში, ერევანში დაიწყებს - "ალაშკერტი" მონტენეგროულ "არსენალ ტივატს" დაუპირისპირდება, საპასუხო მატჩი 1 კვირის შემდეგ პოდგორიცაში 20 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები