სანტუში: ,,მუნდიალის 1/2-ფინალში რომ გავსულიყავით, რონალდუ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდებოდა''
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშა:
,,კრიშტიანუ ორი მატჩის სათადარიგოთა სკამიდან დაწყებით უკმაყოფილო იყო, მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ მას გუნდის მიმართ შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდა. შვეიცარიასთან მატჩში, რომელიც 6:1 მოვიგეთ, გოლები ემოციურად აღნიშნა, მოედანზე გასვლის შემდეგ კი 100%-ით დაიხარჯა. ნახევარფინალში რომ გავსულიყავით, ალბათ, ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდებოდა. ეს მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო და ძალიან გამიჭირდა.
მის მიმართ დიდი სიყვარული მაკავშირებს, რაც ფეხბურთს სცილდება. ბედნიერი ვარ, რომ დღესაც რეგულარულად თამაშობს, შესანიშნავ ფორმაშია და გოლებს იტანს. რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. - ფერნანდუ სანტუში
კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
პორტუგალიელი შვეიცარიასთან მერვედფინალური ეტაპის მოგებულ შეხვედრაში (6:1) სკამიდან 73-ე წუთზე ჩაერთო, მაროკოსთან წაგებულ მატჩში (მეოთხედფინალი, 0:1) კი - 51-ე წუთზე.
🗣️ Fernando Santos to Asharq Al-Awsat on Cristiano Ronaldo at the World Cup. “Cristiano was not happy to have started two games on the bench, but I must say he had an impeccable attitude towards the team. He celebrated a lot of the goals against Switzerland, in a game that we won… pic.twitter.com/a3Hl5bu6sd
— Ben Jacobs (@JacobsBen) January 29, 2024