Belive

ტრამპი: 'ჩემი შვილი ახლა უფრო დამაფასებს - მას რონალდუ გავაცანი'

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში საზეიმო მიღება გამართა. სადილს FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და ტექნოლოგიური მაგნატების დიდი გუნდი ესწრებოდა, მთავარი სტუმარი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი იყო და კრიშტიანუ რონალდუც საპატიო სტუმართა სიაში აღმოჩნდა.

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი მსოფლიო ლიდერებთან ესწრებოდა საუდის პრინცისთვის მიძღვნილ სადილს - მანამდე მსჯელობის საგანი ხელოვნურ ინტელექტი, F-35 გამანადგურებლები და ახალი სტრატეგიული თავდაცვის შეთანხმება იყო.

ჩემი შვილი რონალდუს დიდი გულშემატკივარია. ბარონმა მასთან შეხვედრა მოახერხა და ვფიქრობ, ის ახლა მამამისს უფრო დიდ პატივს სცემს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე გავაცანი. ასე რომ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ ყოფნისთვის. - ტრამპი რონალდუს
პრეზიდენტი ტრამპი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვისაც შეუძლია სამყაროს შეცვლა. მინდა, რომ ერთ დღეს შევხვდე მას, რადგან ის ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვისაც შეუძლია რაღაცების მოხდენა და მომწონს ასეთი პიროვნებები. - რონალდუ პირს მორგანთან ინტერვიუში (რამდენიმე კვირის წინ)

სხვა სტატიები