Belive

სანდერლენდთან მატჩში გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის ძირითად შემადგენლობაშია

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-10 ტურში ,,უოტფორდი'' ,,სანდერლენდს'' ესტუმრება. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

,,ონავრების'' ძირითად შემადგენლობაშია გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ,,უოტფორდის'' სასტარტო თერთმეტეულში მატჩს პირველად დაიწყებს. 

მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ჩემპიონშიფში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემაა.

10 ტურის შემდეგ, ,,უოტფორდი''  9 ქულით სატურნირო ცხრილის 21-ე პოზიციაზეა, ,,სანდერლენდი'' კი  16 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები