Belive

გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდში დაბრუნდა და ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის წინასასეზონო შეკრებას შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონის ბოლო რამდენიმე შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, ახლა კი უკვე კლუბის სპორტდარბაზში დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა.

მომდევნო კვირის ორშაბათს უოტფორდის ახალი მთავარი მწვრთნელი, ურუგვაელი პაულო პეცოლანო მას პირველად შეხვდება და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება. კლუბის მფლობელი ჯინო პოცო ნათლად გამოხატავს სურვილს, რომ ჩაკვეტაძე მომავალ სეზონშიც უოტფორდში ითამაშებს, რადგან ის გუნდში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება.

ჩაკვეტაძის გარდა ვარჯიში განაახლა ასევე ტრავმირებულმა კვადვო ბაამ.

სხვა სტატიები