Belive

პირველად ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში: დემირალმა კონტინენტის პირველობაზე საინტერესო ფაქტი დააფიქსირა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" - 3:0 აჯობა, "სკუადრა აძურას" სასარგებლოდ დაფიქსირებული პირველი გოლი, მერიჰ დემირალის დამსახურება იყო, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საინტერესოა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ერთადერთია ისტორიაში, რომელიც ავტოგოლით გაიხსნა. აქამდე, მსგავსი რამ "უხუცესი კონტინენტის" პირველობის არსებობის განმავლობაში არასდროს მომხდარა, შესაბამისად, ტურინის "იუვენტუსის" 23 წლის მცველი ამ მხრივ ისტორიული ფიგურა გახდა. ანგარიში შეხვედრის 53-ე წუთზე, მერიჰ დემირალის ავტოგოლით გაიხსნა, 66-ზე ჩირო იმობილემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 13 წუთში კი ამ უკანასკნელის გადაცემით ლორენცო ინსინიემ ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები