Belive

პეტიცია უეფას წინააღმდეგ: 100 000-ზე მეტი ინგლისელი ქომაგი ფინალის გადათამაშებას ითხოვს 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
100 000-ზე მეტმა უკმაყოფილო ინგლისელმა გულშემატკივარმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც უეფასგან ევრო 2020-ის ფინალური შეხვედრის, ინგლისსა და იტალიის ნაკრებებს შორის, გადათამაშებას ითხოვენ. 11 ივლისს, ლონდონში, "უემბლიზე" გამართულ შეხვედრაში, გუნდებმა ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დაასრულეს, პენალტების სერიაში, "სკუადრა აძურამ" - 3:2 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა. აღნიშნულ დაპირისპირებაში კუნძულელთა ქომაგების უკმაყოფილება მთავარი მსაჯის, ბიორნ კუიპერსის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია - "სამი ლომის" გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ნიდერლანდელი არბიტრი მიკერძოებული იყო.
Giorgio Chiellini escaped with only a booking despite yanking Bukayo Saka down to the floor
კონკრეტულად, ფანები მატჩის ძირითადი დროისთვის კომპენსირებულ წუთებში დაფიქსირებული ეპიზოდით არიან განაწყენებულნი - საუბარი ჯორჯო კიელეინისა და ბუკაიო საკას მომენტზეა, როცა იტალიელთა კაპიტანმა "არსნეალის" შემტევის სახიფათო იერიშია წესების დარღვევით შეაჩერა, რის შემდეგაც მსაჯისგან მხოლოდ ყვითელი ბაართი მიიღო. ინგლისელ გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ ამ მომენტში ტურინის "იუვენტუსის" 36 წლის ცენტრალური მცველისთვის მსაჯს წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა. გარდა იმისა, რომ გულშემატკივრები, კონტინენტის პირველობის გადამწყვეტი შეხვედრის გადათამაშებას ითხოვენ, ასევე მათი სურვილია, რომ მათმა საყვარელმა ნაკრებმა ყატარში გასამართ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიიღოს. 1966 წლის მუნდიალის მოგების შემდეგ, ინგლისის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე დიდი ტურნირის ფინალში პირველად გავიდნენ და ტიტულის მოგებამდე 1 ნაბიჯი დააკლდათ.

სხვა სტატიები