Belive

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს ძალიან კარგი ციკლი ჰქონდა, ქულების მოპოვება ყველა გუნდს შეუძლია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის კლასიკური შესარჩევი ეტაპის წილისყრის და საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში მოხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩაატარა. ასევე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ შოტლანდიის ნაკრებს. ესპანეთი, რა თქმა უნდა, ფავორიტია, თუმცა ვფიქრობ ყველა გუნდს შეუძლია ქულების მოპოვება და ეს შესაძლოა ჩვენთვის როგორც უპირატესობა, ასევე პრობლემა იყოს", - თქვა 54 წლის სპეციალისტმა.

ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი გუნდი უეფას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში ითამაშებს, რომელშიც 4 მეტოქე ეყოლება: ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია და კვიპროსი.

ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველო სწორედ ნორვეგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და 28 მარტს, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები