Belive

კვარას ტრანსფერის დეტალები: ნაპოლი ქართველს 2019 წლიდან აკვირდებოდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ იტალიურ გუნდს ქართველი ვარსკვლავის დამატება 2019 წლის შემდეგ სურს.

"ისტორიული ტრანსფერი კრისტიანო ჯიუნტოლიმ თავისი შესანიშნავი გუნდის დახმარებით მხოლოდ 10 მილიონად განახორციელა, ახლა კი ის სულ მცირე 7-ჯერ მეტი ღირს, თუმცა ეს ტალანტი იტალიაში შესაძლებელი იყო, რომ უფრო ადრე მოხვედრილიყო.

კონკრეტულად, კვარაცხელიას დამატებას "ნაპოლი" ჯერ კიდევ 2019 წელს ცდილობდა. მაშინ ყაზანის "რუბინმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მოიხადა. საბოლოოდ, საომარმა ვითარებამ "ნაპოლის" ხელი შეუწყო ამ ტოპ ტრანსფერის მოსახერხებლად განხორციელებას", - წერს იტალიური გამოცემა.

"ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ, 21 წლის ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა, ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა, ასევე, მის აქტივში 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები