Belive

მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდმა, WhoScored.com-მა, მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა.

გუნდში არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან, რომელიც მუნდიალის გამარჯვებული გახდა, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი - ლეო მესი მოხვდა. ყველაზე მეტი, 3 მოთამაშე კი საფრანგეთის ნაკრებიდანაა.

8,25 ქულით საუკეთესო შეფასება სწორედ მესიმ დაიმსახურა - ,,ალბისელესტეს'' კაპიტანმა ტურნირი 7 გოლითა და 3 საგოლე პასით დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით:

მეკარე - ლივაკოვიჩი (6,99)

მცველები - ტიაგო სილვა (7,07), მაგუაიერი (7,35), ჰაკიმი (7,04), ტეო ერნანდესი (7,22)

ნახევარმცველები - კაზემირო (7,53), ბელინგემი (7,58), გრიზმანი (7,52), ბრუნო ფერნანდეში (8,15)

თავდამსხმელები - მბაპე (8), მესი (8,25)

სხვა სტატიები