Belive

მესი: ,,ამ ახალგაზრდებმა ვეტერანებისგან პატივისცემა უნდა ისწავლონ''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაისთან მარცხის შემდეგ, არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები გააკრიტიკა. დღევანდელ მატჩში მოთამაშეები ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ:

,,მირჩევნია, არ ვთქვა, რას ვფიქრობ მათ ზოგიერთ ჟესტზე, მაგრამ ამ ახალგაზრდებმა ვეტერანებისგან პატივისცემა უნდა ისწავლონ!

ჩვენი შეხვედრები ყოველთვის დაძაბული იყო, თუმცა ურთიერთპატივისცემა არასდროს დაგვიკარგავს... ამიტომ, მათ სწავლა მართებთ!'' - ლეო მესი

არგენტინელმა ბრაზილიის ნაკრებთან გასამართ მატჩზეც ისაუბრა:

,,ბრაზილიასთან განსხვავებული მატჩი გველის, რომელსაც დიდი ისტორია აქვს.

ფეხზე უნდა წამოვდგეთ და ვეცადოთ, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ.'' -

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 5 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს არგენტინა 12 ქულით ლიდერობს.

22 ნოემბერს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.


სხვა სტატიები