Belive

ერიქსენის აგენტმა ფეხბურთელის მდგომარეობაზე სიახლე გაავრცელა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა აგენტმა მარტინ შუტსიმ სიახლე გაავრცელა. დანიის ნაკრების ლიდერის აგენტის თქმით, იგი ფეხბურთელის მამას ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც დაუდასტურა, რომ კრისტიან ერიქსენს დამოუკიდებლად სუნთქვა და საუბარი შეუძლია. უეფას ინფორმაციით, ერიქსენი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში დანია – ფინეთი, 42-ე წუთზე ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა გულის შეტევა მიიღო.

სხვა სტატიები