Belive

ევრო 2020-ზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველს, ბილი გილმორს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 20 წლის ფეხბურთელის ტესტმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. ამრიგად, ლონდონის "ჩელსის" შუახაზელი იზოლაციაშია გადაყვანილი და იქ ათ დრეს გაატარებს. შედეგად, ახალგაზრდა ტალანტი თავის ეროვნულ გუნდს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ხორვატიის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. 18 ივნისს ახალგაზრდა ფეხბურთელებს შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბის წევრებთან კონტაქტი ჰქონდა, ვინაიდან მან კონტინენტის პირველობაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და მეზობლების წინააღმდეგ 75 წუთი ითამაშა. მიუხედავად ამისა, ორივე ნაკრების არცერთ წარმომადგენელს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა. საინტერესოა, რომ ცოტა ხნით ადრე, ბილი გილმორთან შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა, ენდი რობერტსონმა პინგ-პონგი ითამაშა და ამის ამსახველი ვიდეო Instagram-ზე განათავსა, თუმცა გილმორის ინფიცირების შემდეგ, "ლივერპულის" მარცხენა მცველმა პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.
Image: Instagram
Image: Instagram
შოტლანდიისა და ხორვატიის ნაკრებების დაპირისპირება 22 ივნისს, გლაზგოში, "ჰემპდენ პარკზე" გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ორივე გუნდს D ჯგუფში თითო-თითო ქულა აქვს და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

სხვა სტატიები