სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით ლუკაკუმ მე-5 ადგილზე გადაინაცვლა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ბელგიის ნაკრებმა უელსი 4:3 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში რომელუ ლუკაკუმ გახსნა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 89 გოლი დაუგროვდა.
შედეგად, 32 წლის თავდამსხმელი სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით მალაიზიელ მოხტარ დაჰარის გაუთანაბრდა.
ახლა ლუკაკუზე მეტი გოლი ნაკრებში მხოლოდ სუნილ ჩჰეტრის (ინდოეთი), ალი დაეის (ირანი), ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს აქვთ გატანილი.
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები სანაკრებო დონეზე:
კრიშტიანუ რონალდუ - 138 გოლი
ლეო მესი - 112 გოლი
ალი დაეი - 108 გოლი
სუნილ ჩჰეტრი - 95 გოლი
რომელუ ლუკაკუ - 89 გოლი
მოხტარ დაჰარი - 89 გოლი
რობერტ ლევანდოვსკი - 85 გოლი
ალი მაბხუტი - 85 გოლი
ფერენც პუშკაში - 84 გოლი
ნეიმარი - 79 გოლი
გოდფრი ჩიტალუ - 79 გოლი