სალაჰმა რეალსა და ბარსელონაში გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა
5 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ორივე ტოპკლუბია. არასდროს იცი, მომავალში რა მოხდება, თუმცა ახლა მთლიანად "ლივერპულზე" ვარ კონცენტრირებული და მსურს კიდევ ერთხელ მოვიგო პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა გუნდთან ერთად",- განაცხადა სალაჰმა- რამდენი ხანი აპირებთ ლივერპულში თამაშს?
"რთულია იმის თქმა, თუ რამდენ ხანს დავრჩები აქ. შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კლუბის ხელშია. პირველ ადგილზე კლუბი და მისი ინტერესები დგას",- აცხადებს სალაჰი.პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ლივერპული კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო სალაჰი - ბომბარდირობისთვის.