სალაჰის მორიგი უნიკალური მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ლივერპული ატლეტიკოს მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 2:1 იმარჯვებს.
მერსისაიდულმა გრანდმა ატლეტიკოს 2 უსწრაფესი გოლი გაუტანა და ამისთვის მხოლოდ 6 წუთი გახდა საჭირო. მე-4 წუთზე, მო სალაჰმა ენდი რობერტსონს გაატანინა, ხოლო მე-6 წუთზე, მეტოქის კარი თავად აიღო.
ატლეტიკოს წინააღმდეგ 6 წუთში შესრულებული გოლს + ასისტის შემდეგ, მო სალაჰმა მორიგი უნიკალური მიღწევა დააფიქსირა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა. კერძოდ, მო სალაჰი გახდა პრემიერ ლიგის კლუბების მოთამაშეებს შორის პირველი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩის საწყის 6 წუთში, გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მთლიანობაში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, მსგავსი რამ მხოლოდ 2 ფეხბურთელს ჰქონდა გაკეთებული.
1 + 1 - Liverpool's Mohamed Salah has tonight become the only player in UEFA Champions League history to both score and assist inside the opening six matches of a match for an English club. Only. pic.twitter.com/paaV8Rq8eG
— OptaJoe (@OptaJoe) September 17, 2025
Mo Salah is only the third player in Champions League history to score and assist within the first six minutes of the match ⏰ pic.twitter.com/2ZsQSKy7lt
— Football on TNT Sports (@footballontnt) September 17, 2025
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის გასულ ტურში, ბარნლის წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ, ეგვიპტელი ვარსკვლავი პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა და 188 გოლით მე-4 ადგილზე ავიდა.