Belive

საფრანგეთის ჩემპიონატი მაკდონალდსის სახელით?!

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატს, ახალი სეზონიდან, შესაძლოა, მაკდონალდს ლიგა 1-ის სახელი ეწოდოს. რამდენიმე სეზონის განმავლობაში ტურნირს Uber Eats League 1 ერქვა. სურსათის მიტანის სერვისთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ RMC Sport-ის L'After Foot შოუში განაცხადა, რომ მაკდონალდსი, შესაძლოა, გახდეს ტურნირის ახალი სპონსორი. ახალი კონტრაქტით, საფრანგეთის პროფესიონალური ლიგა (LFP) მიიღებს 20 მილიონ ევროს სეზონში იმ 15 მილიონის ნაცვლად, რაც მოქმედი ხელშეკრულებით, ახლანდელ სპონსორთან არის გათვალისწინებული.

ვინსენტ ლაბრუნის (LFP-ის პრეზიდენტი) მაგიდაზე მსუყე, მოწესრიგებული წინადადება დევს, ეს მაკდონალდსისგანაა. ამის გამოცხადება ჯერ არ სურთ, რადგან შეთავაზება ჯერ კიდევ მზადდება, ისინი ამაზე მუშაობენ - აცხადებს ჟურნალისტი დანიელ რიოლო

საფრანგეთში პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი 1932–33 წლებში ჩატარდა. მაშინ დივიზიონის სახელწოდება იყო "ნაციონალური ჩემპიონატი". 1933-დან 2002 წლამდე ლიგას "დივიზიონი 1" ერქვა, 2002 წლიდან კი - ლიგა 1.