Belive

საბურთალომ მიუნხენის ბაიერნის აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულ ლიგას კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა - "საბურთალომ" გერმანელი ფეხბურთელი დაიმატა. ეროვნული ლიგის 2018 წლის ჩემპიონმა მიუნხენის "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილი შემტევი ნახევარმცველი, სიმონ სეფერინგისი დაიმატა, რომელიც გერმანული გრანდის დატოვების შემდეგ "მიუნხენ 1860-ში", საიდანაც განათხოვრების წესით "გარჩინგში", ბოლოს კი აახენის "ალემანიაში" თამაშობდა. 26 წლის ფეხბურთელს "რეკორდმაისტერის" 17 (29 მატჩი, 8 გოლი) და 19-წლამდე (41 მატჩი, 10 გოლი) გუნდებში უთამაშია და ასევე უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე 19-წლამდე შემადგენლობის მაისურით 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული 3 გოლი გატანილი და 1 საგოლე გადაცემა გაკეთებული. "საბურთალო" საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ დაგროვილი 36 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები