საა რონალდუს ახალ კონტრაქტზე: ,,კრიშტიანუ კვირაში მილიარდ ფუნტსაც იმსახურებს''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუის საამ, ისაუბრა თუ რამხელა გავლენა აქვს კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთში ფეხბურთის განვითარებაზე:
,,კრიშტიანუ საუდის არაბეთში ფეხბურთის ელჩია, მან იქ ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე მიიზიდა. რონალდუს ახალი კოტნრაქტი ბუნებრივია, რადგან ამ ასაკშიც კი მწვერვალზე რჩება. ალბათ, იმისთვის, რაც მან ფეხბურთში გააკეთა, კვირაში მილიარდ ფუნტსაც იმსახურებს.
კრიშტიანუ 40 წლისაა, მაგრამ ისე თამაშობს, თითქოს, 25 წლის იყოს. მემკვიდრეობას მთელ მსოფლიოში ტოვებს. პატივს ვცემ ყველაფერს, რაც გააკეთა, რასაც ახლა აკეთებს და რასაც მომავალში გააკეთებს... ჯერ კიდევ სურს, რომ საუკეთესო ფორმაში იყოს. მანჩესტერში არიან 25 წლის ფეხბურთელები, რომლებიც 40 წლის შთაბეჭდილებას ტოვებენ, რონალდუ კი სრულიად საპირისპიროა.'' - ლუის საა
რონალდუმ ალ ნასრთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. პორტუგალიელი ხელფასის სახით სეზონში 200 მილიონ ევროს მიიღებს.