Belive

"რუდი გარსიას გაუშვებენ" - CBS Sports

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" მფლობელმა, აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვიტა რუდი გარსია გაათავისუფლოს, იტყობინება CBS Sports. როგორც ჩანს, ტრიუმფალური წინა სეზონის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია "ნაპოლის" შედეგებით, სპორტული გამოცემა აღნიშნავს, რომ მოთმინების ბოლო წვეთი კვირას "ემპოლისთან" საკუთარ სტადიონზე წაგებული შეხვედრა აღმოჩნდა (0-1).

მოსალოდნელია, რომ ორშაბათს ოფიციალური განცხადება გაკეთდება და ფრანგ სპეციალისტს "მარსელის ოლიმპიკის" ყოფილი დამრიგებელი, იგორ ტუდორი ჩაანაცვლებს.

"ნაპოლიმ" სერია A-ში, "დიეგო არმანდო მარადონაზე" უკვე მე-3 თამაში წააგო და 21 ქულით მეოთხე ადგილზეა, ნეაპოლელები ჩემპიონატის ლიდერ "ინტერს" 10 ქულით ჩამორჩებიან.

სხვა სტატიები