Belive

რუდი გარსია: ,,ნაპოლის გულშემატკივრებთან დამშვიდობება ასე არ წარმომედგინა''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია ნეაპოლური გუნდის ქომაგებს სოციალური ქსელის საშუალებით დაემშვიდობა:

,,ნაპოლის გულშემატკივრებთან დამშვიდობება, რომლებიც მხარს პირველივე დღიდან მიჭერდნენ, ასე არ წარმომედგინა...

მათ, ფეხბურთელებსა და გუნდთან დაკავშირებულ პირებს გულწრფელ მადლობას ვუხდი და სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებებს ვუსურვებ!'' - წერს რუდი გარსია სოციალურ ქსელში

რუდი გარსია ,,ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელად 15 ივნისს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა 16 შეხვედრა ჩაატარეს - 8 მოიგეს, 4 წააგეს და 4 ფრედ დაასრულეს.

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფრანგი სპეციალისტი ვალტერ მაცარიმ ჩაანაცვლა, რომელიც ,,პარტენოპეის'' 2009-2013 წლებშიც წვრთნიდა.

View this post on Instagram

A post shared by Rudi Garcia (@rudigarciaoff)

სხვა სტატიები