Belive

რუბინის გენერალური დირექტორი: "ხვიჩა ნაკრებში მიდის და რუბინში რჩება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ცოტა ხნის წინ უცნაური კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მიდის.
"ყაზანის "რუბინს" კვარაცხელიას სანაცვლოდ არანაირი შეთავაზება არ მიუღია. ხვიჩა ახლა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მიდის და "რუბინში" რჩება," - განაცხადა საიმანოვმა.
"რუბინის" წარმომადგენლის ეს განცხადება უცნაურია, რადგან ხვიჩას აგენტისა და თავად ფეხბურთელის თქმით, ტრავმის გამო ის სექტემბრის მატჩებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა.

სხვა სტატიები