რუბენ დიაშმა სიტისთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რუბენ დიაშმა სიტისთან ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა. პორტუგალიელი მცველი "ქალაქელებთან" 2029 წლამდე დარჩება.
მე მიყვარს მანჩესტერი და სიტის გულშემატკივრები, ახლა ჩემი სახლი აქ არის. როცა ტიტულებზე და იმ ფეხბურთზე ვფიქრობ, რომელსაც ვთამაშობთ, სხვა კლუბში ასპარეზობა ჩემთვის წარმოუდგენელია. მინდა ფანებს შევპირდე, რომ კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოსაგებად ბევრს ვიშრომებ. - განაცხადა რუბენ დიაშმა
Here to stay! 🙌 pic.twitter.com/WDg3UkFK7z
— Manchester City (@ManCity) August 22, 2025
რუბენ დიაში სიტის ბენფიკადან 2020 წელს შეუერთდა. მას შემდეგ, პორტუგალიელს უტიტულო სეზონი ფაქტობრივად არ ჰქონია. მან სიტისთან ერთად 10 ტიტული მოიგო, მათ შორის: ტრებლი და ზედიზედ 5 პრემიერ ლიგის თასი.