ოფიციალურად | მძიმე ტრამვის გამო, კასპერ შმეიხელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
დანიის ეროვნული ნაკრებისა და სელტიკის 39 წლის მეკარემ - კასპერ შმეიხელმა, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იძულებითი ტრავმით არის გამოწვეული.
თებერვლიდან მოყოლებული, დანიელი მეკარე მოედანზე აღარ გამოჩენილა, რადგან საქმეში უმძიმესი ტრავმა ჩაერთო და მან დროული გამოჯანმრთელება ვერ შეძლო - იგი ქირურგებთან კონსულტაციას გადიოდა. 26 მაისს კი, TV2-ს განუცხადა: „მე მჯერა, რომ ახლა ფეხბურთიდან წასვლის შესაფერისი დროა".
„მარტში ვერ ვხვდებოდი, რამდენად ცუდად იყო საქმე. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო. როდესაც თებერვალში ეს გადაწყვეტილება მივიღე, ვხვდებოდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო.
ჩემს მხართან დაკავშირებით, სხვადასხვა ქირურგთან და ექსპერტთან კონსულტაცია გავიარე და მათ მითხრეს, რომ არ უნდა ველოდო უმაღლეს ლიგაში ფეხბურთის თამაშს.
ვფიქრობ, ყველას სურს მოედანზე დამშვიდობება, მაგრამ ყოველთვის არ იღებ იმას, რაც გინდა.
ამ გზაზე კიდევ ბევრი რამ მქონდა, ამიტომ ფეხბურთი არაფრით არ არის ვალდებული ჩემთან. ამდენი შესაძლებლობა მქონდა, ამდენი გამოცდილება.
ყველაზე მეტად ის მეგობრობა და კავშირები გამოირჩევა, რაც შევქმენი. მათთან გატარებული მომენტები - უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ.
მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, ადამიანს, ოჯახის წევრს, რომ მე შევძელი ის, რაც შევძელი ამდენი წლის განმავლობაში." - კასპერ შმეიხელი
მან ტრავმა 2025 წლის მარტში, ერთა ლიგის მეოთხედფინალში პორტუგალიასთან მარცხის დროს მიიღო და მას შემდეგ მისი საქმე საკმაოდ მძიმედ მიდიოდა, რის გამოც კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
კასპერ შმეიხელი იმ ლეგენდარული და ისტორიული პრემიერ ლიგის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, რომელმაც უდიდესი სენსაცია მოახდინა და ლესტერთან ერთად, ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის სუპერ თასი და ასოციაციის თასი მოიგო. თავად კი. 2019/2020 წლების სეზონში ლესტერის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
შმეიხელი წლების განმავლობაში მანჩესტერ სიტიში, კარდიფში, ლესტერში, ლიდსში, ნიცაში, ანდერლეხტსა და სელტიკში თამაშობდა. გარდა საკლუბო კარიერისა, მან ეროვნულ ნაკრებში 120 მატჩი ჩაატარა.