"რონალდუს უფლება აქვს რაც უნდა ის გააკეთოს" - ვიდალმა ჟეზუში გააკრიტიკა
არტურო ვიდალმა კრიშტიანუ რონალდუს გარშემო განვითარებული კრიზისის მართვის გზა მკაცრად გააკრიტიკა. 39 წლის ფეხბურთელმა უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასრულდა ეს სიტუაცია. მისი აზრით, რონალდუს მასშტაბის ფეხბურთელის ნაკრებიდან ასეთი ფორმით წასვლა, მიუღებელია. პარასკევს, პორტუგალიურ გამოცემა A Bola-სთან საუბრისას, ვიდალმა განაცხადა:
სიმართლე გითხრათ, ეს სამარცხვინოა. ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კრიშტიანუა, ეროვნული ნაკრების შეკრებას ასე არ უნდა ტოვებდეს. ეს ძალიან ცუდია. ვფიქრობ, მწვრთნელი ძალიან ცუდად მოიქცა. კრიშტიანუს გაფრთხილება და დაცვა სჭირდება, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელმაც პორტუგალიისთვის ყველაფერი გაიღო და ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად აქცია. მას უფლება აქვს, რაც უნდა, ის გააკეთოს. მან ფეხბურთი და პორტუგალიის ნაკრები ახალ დონეზე აიყვანა. მაგრამ სამწუხაროდ, არიან მწვრთნელები, რომლებიც ამ ყველაფერს პატივს არ სცემენ. - არტურო ვიდალი
ჯერჯერობით, რონალდუს საკითხთან დაკავშირებით, კვალვ გრძელდება გარკვეული დაპირისპირება, მაგრამ ამ ეტაპზე პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია კრიზისის განსახმუხტად და კრიშტიანუს ნაკრებში დასაბრუნებლად მუშაობს.
‼️ Arturo Vidal sale en defensa de Cristiano Ronaldo:
— Arielipillo (@ArielipilloPlus) October 2, 2026
“Muy feo lo que le hicieron en la selección y muy feo lo del técnico también. A Cristiano hay que cuidarlo, porque es uno de los mejores de la historia”. pic.twitter.com/BkLMk09WW1