Belive

რონალდუს აპატიეს და მუნდიალის პირველი თამაშის გამოტოვება არ ემუქრება

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუმ, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში, დისკვალიფიკაციას თავი აარიდა - ამის შესახებ FIFA-მ დაადასტურა.

FIFA-მ რონალდუს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში, პორტუგალიის ნაკრების წევრობის უფლება მისცა.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს პოტენციური 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. მან ირლანდიასთან, დარა ო'შიზე იდაყვის ჩარტყმის გამო წითელი ბარათი მიიღო. ფიფას განცხადებით, რონალდუს მხოლოდ ერთი მატჩის გამოტოვება დაეკისრა (გამოტოვა უკვე სომხეთთან), დანარჩენი ორი მატჩის აკრძალვა 'შეჩერებულია' და FIFA-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ წესების კვლავ დარღვევის შემთხვევაში, ისინი ხელახლა აამოქმედებენ ამ შეზღუდვას.

თუ კრიშტიანუ რონალდუ, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მსგავსი ხასიათისა და სიმძიმის კიდევ ერთ დარღვევას ჩაიდენს, დისციპლინური გადაწყვეტილებით, დადგენილი დისკვალიფიკაციის ოდენობა ავტომატურად გაუქმებულად ჩაითვლება და დარჩენილი ორი მატჩი დაუყოვნებლივ უნდა გამოტოვოს. - ვკითხულობთ FIFA-ს განცხადებაში

40 წლის ფეხბურთელმა, მოწინააღმდეგეს იდაყვი 12 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაარტყა.

მომავალ ზაფხულს, ტურნირის დაწყებისას, სამი მოთამაშე გამოტოვებს საკუთარი ნაკრებების პირველ თამაშს, მათ შორის არგენტინელი ნიკოლას ოტამენდი, ეკვადორისა და ჩელსის ვარსკვლავი მოიზეს კაისედო და კატარელი ტარეკ სალმანი - ჯერ კიდევ გასარკვევია, შეეხებათ თუ არა ამ ფეხბურთელებს FIFA-სგან მსგავსი შეღავათი.

სხვა სტატიები