რონალდუმ საუდის არაბეთი დატოვა და ოჯახთან ერთად მადრიდში ჩაფრინდა
28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.
ახლოაღმოსავლეთში კრიტიკულად დაძაბული ვითარების გამო, 41 წლის სუპერვარსკვლავმა - კრიშტიანუ რონალდუმ რიადი (საუდის არაბეთი) ოჯახთან ერთად დატოვა და მადრიდში გაემგზავრა, სადაც იქამდე გაჩერდება, სანამ საუდის არაბეთსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაცია არ დასტაბილურდება.
ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური და ესპანური მედიები ავრცელებენ.
🚨 BREAKING: Following the reported drone attack near the U.S. Embassy in Riyadh, Cristiano Ronaldo has left Saudi Arabia with his wife and children to return to his home in Madrid. pic.twitter.com/z9Jg5AvouH
— Speedline (@speedlinexx) March 3, 2026
ეს ფაქტი თავად პორტუგალიელ ვარსკვლავს არ დაუდასტურებია, თუმცა სოციალური ქსელი აჭრელებულია "Flightradar24"-ის ფოტოებით, სადაც ჩანს თუ როგორ მიფრინავდა კრიშტიანუ რონალდუ საკუთარი კერძო თვითმფრინავით რიადიდან მადრიდის მიმართულებით.